“სიონის” დუბლები “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ

ბოლნისის “სიონის” დუბლებმა, დიდი გუნდისგან განსხვავებით, “ლოკომოტივის” დუბლებთან მინიმალური სხვაობით წააგეს.

შეხვედრა, “ლოკომოტივის” საგურამოს ბაზაზე გაიმართა და საკმაოდ დაძაბულიც გამოდგა.

ამ მატჩში, ნომინალური მასპინძლის სტატუსი ჩვენი გუნდის დუბლიორებს ჰქონდათ. “ლოკომოტივმა” ანგარიში მალევე, 12-ე წუთზე გახსნა. ბოლნისელთა კარში გოლი ღვინიაშვილმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ “სიონის” ფეხბურთელები გააქტიურდნენ, მაგრამ სასურველ მიზანს მხოლოდ მატჩის მიწურულს უწიეს.

82-ე წუთზე, ჯინჭარაშვილმა მანაგაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა, მაგრამ ბოლნისელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. “ლოკომოტივმა” გატანა, მეტოქის მსგავსად, 11 მეტრიანის ნიშნულიდან შეძლო და დაწინაურდა – 1:2. გოლი ლუკავას ანგარიშზეა.

დამატებულ დროში, მოსემღვდლიშვილმა და გიორბერლიძემ 100%-იანი საგოლე მომენტები გაანიავეს.

5 ტურის შემდეგ, “სიონის” დუბლები, 4 ქულით, ცხრილში 11-ე ადგილს იკავებენ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.