“სიონის” ღია ვარჯიში და ახალწვეულების წარდგენა

ბოლნისის “სიონი”, ხვალ, 12 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 12 საათზე ღია ვარჯიშსა და ახალწვეულების წარდგენას გამართავს.

პარასკევს, 16:00 საათზე, ჩვენი გუნდი, “ბენდელას” სტადიონზე “საბურთალოს” დაუპირისპირდება ეროვნული ჩემპიონატის 6-ე ტურის შეხვედრაში. წინასამატჩო ვარჯიში, “ბასაზე” ღია იქნება და ის 12 საათზე დაიწყება.

სეზონის დაწყების წინ, “სიონმა” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელიც, ვარლამ კილასონია, რომლის ხელმძღვანელობით გამართულ რვა შეხვედრაში (ჩემპიონატი, თასი) გუნდს ჯერ არ წაუგია.

ახალი სეზონისთვის “სიონმა” შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა.

სოსლან ნანიევი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ოთარ კობახიძე, კობა შალამბერიძე, ლუკა რაზმაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი ვასაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ოთარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, ეროვნულ ჩემპიონატში, “სიონს” 11 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.