“საბურთალო” – “სიონის” მატჩს კვირიკაშვილი განსჯის

უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურში, ბოლნისის “სიონი”, “ბენდელაზე”, “საბურთალოს” წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ თბილისელთა თხოვნით თამაში 25 სექტემბერს ჩატარდება. “საბურთალოს” იუნიორები ჩემპიონთა ლიგის მატჩში, 30 სექტემბერს, დანიურ “მიდტიულანდს” დაუპირისპირდებიან, ამიტომ ჩვენს გუნდს თარიღის გადმოწევა სთხოვეს, რაზედაც თანხმობა მიიღეს.

“საბურთალო” და “სიონი” ოფიციალურ მატჩებში აქამდე არ შეხვედრიან. გუნდები ერთმანეთს ორჯერ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.
მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, ბოლნისის “სიონი” 11 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. ცხრილში დედაქალაქელები, ჩვენს გუნდეს, ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მეხუთე ტურის შეხვედრაში ბოლნისელებმა, საკუთარ კედლებში, თბილისის „ლოკომოტივი“ (1:0) დაამარცხეს და სამი ქულა მოიპოვეს. “საბურთალომ” გურიაში ნულოვანი ფრე ითამაშა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

თბილისელთა და ბოლნისელთა დაპირისპირებას კვირიკაშვილი განსჯის. მას ვარამაშვილი, კუპატაძე და კვენეტაძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, “ბენდელაზე”, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.