ვარლამ კილასონია: “ძლიერი გუნდი დავამარცხეთ”

ვარლამ კილასონიას გუნდი წაუგბელ სერიას აგრძელებს. “სიონმა” “საბურთალო” 2:3 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ბოლნისელებმა თბილისელების წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ორივეჯერ დამარცხდნენ. პირველივე ოფიციალურ დაპირისპირებაში კი, “სიონმა”, მეტოქეს მარცხი საკუთარ მოედანზე აგემა.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნლმა კომენტარი გააკეთა. კილასონიას თქმით, მთავარი ოფიციალური მატჩია, სადაც მისმა გუნდმა იმარჯვა.

„რომელიც მოსაგები და საჭირო იყო, “სიონმა” ის თამაში მოიგო. რა თქმა უნდა, ამხანაგურს თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ მთავარი ოფიციალურია. საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. თითქმის 70 წუთის განმავლობაში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, როცა 1:3 ვიგებდით, მოვდუნდით, შეცდომებს ვუმატეთ და მეტოქეს გოლის გატანის შანსი მივეცით. “საბურთალომ” შეხვედრის ბოლო წუთებზე მთელი ძალა მოიკრიბა და ყველაფერი გაკეთა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ჩვენთვის საბედნიეროდ, მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, “სიონი” კი, ასპარეზობას დაუმარცხებლად განაგრძობს”.

ამ დროისთვის, სატურნირო ცხრილში, “სიონი” 14 ქულით მეორე ადგლზეა.

ბოლნისის “სიონი”, “საბურთალოს”, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებს უსურვებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.