ლადო ბურდულმა მინიფეხბურთის ტურნირში მონაწილე პრობაციონერები დააჯილდოვა

პრობაციონერთა შორის მიმდინარე მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა მოიპოვა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თასი და შესაბამისი სინჯის მედლები გადასცეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი არსოშვილმა, ბოლნისის “სიონის” დირექტორმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა.

სპეციალური პრიზებით, ასევე, დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში ორ ეტაპად ჩატარდა. აღმოსავლეთ საქართველოში თბილისელმა პრობაციონერებმა იმარჯვეს, დასავლეთ საქართველოში კი წარმატებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა მიაღწია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება. გასულ წელს ჩემპიონობა მინიფეხბურთში თბილისის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.