დუბლები “საბურთალოს” უგოლოდ დაშორდნენ

ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში, „სიონის“ დუბლშემადგენლობა “საბურთალოს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა“ ბენდელას“ სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

“სიონისა” და “საბურთალოს” შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი საბურთალოელების კართან შეიქმნა. გიორგი ყიფშიძის შეგირდებმა სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლეს.

ექვსი ტურის შემდეგ, „სიონის“ დუბლები 5 ქულით, ცხრილში 10-ე ადგილს იკავებენ.

ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურში „სიონი“ ზუგდიდს ესტუმრება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.