ბოლნისელები ტურის სიმბოლურში

უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურში, გაზეთ “ლელოს” ვერსიით 4 ბოლნისელი მოხვდა.

მეექვსე ტურში, “სიონმა” გასვლაზე “საბურთალოს” დამაჯერებლად, 3:2 სძლია და ცხრილში, 14 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა. გაზეთმა “ლელომ” მეექვსე ტურის სიმბოლური შეადგინა, სადაც ტურის მწვრთნელად, ვარლამ კილასონია დასახელდა. კილასონიამ ტურის მწვრთნელობა გორის “დილას” თავკაცთან, უჩა სოსიაშვილთან ერთად გაინაწილა, რომლის გუნდმაც თბილისის “დინამოს” სძლია.

გარდა მთავარი მწვრთნელისა, ჩვენი გუნდიდან, “ლელოს” სიმბოლურში ვილი ისიანი, კობა შალამბერიძე და დავით სვანიძე მოხვდნენ. გუნდის კაპიტანმა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღებ, ვილი ისიანმა კი “საბურთალოს” კარში დუბლი შეასრულა.

შემდეგ შეხვედრას, “სიონი” 4 ოქტომბერს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.