
თამაზ სტეფანიას სახლობის სტადიონზე, ხვალ, ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება.
ბოლნისის “სიონი” მოქმედ ჩემპიონს, გორის “დილას” დაუპირისპირდება. ვარლამ კილასონიას შეგირდები მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლები არიან, ასევე წარმატებულად ასპარეზობენ გორელები.
ორივე გუნდისთვის სამი ქულა მნიშვნელოვანია. ბოლნისელები, ლიდერობისთვის იბრძოლებენ, სტუმრები კი, პოზიციის გასამყარებლად.
ტურის ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩის განსჯა ვადაჭკორიას დაევალა. მას ჩიგოგიძე, მაჩიტიძე და ხორავა (სათადარიგო) დაეხმარებიან.