ტურის ცენტრი ბოლნისშია

ეროვნული ჩემპიონატის 9-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ბოლნისის „სიონი“ მოქმედ ჩემპიონ გორის „დილას“ უმასპინძლებს.

გორელებმა, ბოლო ტურში, „გურიასთან“ გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლეს 19 ქულით, „სიონი“ კი 17 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ჩვენმა გუნდმა მერვე ტურში, ზუგდიდში თავისი მორიგი კალენდარული შეხვედრა ვერ ჩაატარა, რადგან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მოწინააღმდეგე გუნდში – გულის შეტევით, „ზუგდიდის“ სპორტული დირექტორი, ჯონი მალანია გარდაიცვალა.

თუკი ბოლნისელები გამოტოვებულ შეხვედრას მოიგებენ, ცხრილს სათავეში ჩაუდგებიან, მანამდე კი აუცილებლად უნდა დაამარცხონ „დილა“, რომელთანაც, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობენ.

სულ, „სიონი“ და „დილა“ ერთმანეთს, 38-ჯერ დაუპირისპირდნენ. 22 მოგება ბოლნისელთა აქტივშია, 14 წაგება და 8 ფრე. ბურთების შეფარდება 60/40-ზე ბოლნისელთა სასარგებლოდ.
მატჩი, „თამაზ სტეფანიაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.