ვარლამ კილასონია: “ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ”

ვარლამ კილასონიას შეგირდებმა პირველი მარცხი განიცადეს.

ბოლნისის “სიონი”, “თამაზ სტეფანიაზე”, მოქმედ ჩემპიონთან, გორის “დილასთან” მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ბოლნისელთა თავკაცმა თამაში შეაფასა.მიუხედავად მარცხის, კილასონია საკუთარი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია.

“სიონისთვის” ყველა თამაში მნიშვნელვანია. ამ ჩემპიონატის ლიდერები გავხდით, აქედან გამომდინარე, ყველა თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თამაში ძალიან მძიმე იყო, ვიცოდით რომ ასეც იქნებოდა. “დილა” ჩემპიონი ტყუილად არაა. მეტოქე შეიძლება ფავორიტი იყო, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა არაფერი დაუთმეს, თუ არ ჩავთვლით პატარა შეცდომას, რომელიც გოლის ფასად დაგვიჯდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ყველაფერი გააკეთეს თამაშის გადასარჩენად. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, რომელსაც შემდეგ თამაშებში აუცილებლად გამოვასწორებთ”, – აღნიშნა კილასონიამ.

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას, 1 ნოემბერს, ქობულეთში, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.