“სიონის” პირველი მარცხი ჩემპიონთან

ბოლნისის “სიონმა” პირველი მარცხი განიცადა. ვარლამ კილასონას შეგირდები, მოქმედ ჩემპიონთან, გორის “დილასთან” დამარცხდნენ.
“თამაზ სტეფანიაზე” მოსული გულშემატკივარი, დაძაბული და საინტერესო თამაშის მომსწრე გახდა. მიუხედავად ჩემპიონების, ფავორიტის სტატუსისა, ბოლნისელებმა მეტოქეს ტოლი არ დაუდეს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. “სიონს” რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთხელ უწია მიზანს. ძალიან კარგ იყო მეკარე სოსლან ნანიევი. მან რამდენჯერმე იხსნა გუნდი გაშვებულ გოლისაგან.

სტუმრებმა ანგარიშის გახსნა 62–ე წუთზე შეძლეს. დავით სვანიძის შეცდომით ოთარ მარცვალაძემ ისარგებლა.

ბოლნისელთა რიგებში ყველაზე კარგად ირჯებოდა, მიქაბერიძე, რომელიც მოედნის შუა ნაწილს აკონტროლებდა. დაცვაში უშეცდომთ მოქმედებდა “სიონის” ახალწვეული ჯაფიაშვილი. ასევე, შეტევებში კარგად ერთვებოდნენ მცველები – ფოფხაძე და გაფრნდაშვილი. მთლიანად გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ერთი დაშვებული შეცდომა მეტოქემ არ აპატია.

დღევანდელ შეხვედრაში, გუნდს, ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე აკლდა, რომელიც “სიონის” რიგებში განათხოვრების წესით ასპარეზობს, უჩა სოსიაშვილის მოთხოვნით კი, რაზმაძეს უფლება არ მისცეს “დილას” წინააღმდეგ ეთამაშა.

ბოლნისის “სიონმა” 8 თამაშის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ “სიონს” კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.

ბოლნისი, “თამაზ სტეფანიას” სახელობის სტადიონი
სიონი – დილა 1:0

გოლი: 1:0 მარცვალაძე (62)
გაფრთხილება: ვასაძე (14), კვირკველია (30), ისიანი (75)

სიონი: ნანიევი, სვანიძე, ჯაფიაშვილი, ფოფხაძე, მანჯგალაძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი,ისიანი, მიაბერიძე (უგულავა 69), კობახიძე (შალამბერიძე 66), ტატანაშვილი.
სათადარიგო: მერლანი, ჭიკაიძე, ღონღაძე, საჯაია, ოთარაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა: შევჩენკო, კვირკველია, კვახაძე, პაპავა, ხურცილავა, ნავალოვსკი, სამხარაძე (გვალია 46), ფალავანდაშვილი, ერისთავი (ილურიძე 71), გოგუა (ძარია 77), მარცვალაძე;
სათადარიგო: მუჯირიშვილი, ლომიძე, მამუკოვი, მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.