“სიონი” “გურიას” “ფოლადზე” უმასპინძლებს

საქართველოს თასის გათამაშების განმეორებით მატჩს, ბოლნისის “სიონი”,რუსთავში,”ფოლადის” სტადიონზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო, რათა ჩემპიონატის საშინაო მატჩისთვის, მოედნის საფარი კარგ მგომარეობაში იყოს.

მერვედფინალური დაპირისპირება, “სიონსა” და “გურიას” შორის, ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა, “ევგრაფი შევარდნაძეზე”, მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს (0:1 მიქაბერიძე 15′, 0:2 მანჯგალაძე 90′) და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბჯი გადადგეს.

ხვალინდელ დაპირისპირებაში, ორივე გუნდის ბანაკში დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო, ბოლნისელებს გიორგი გაფრინდაშვილი ვერ დაეხმარება, ხოლო გურულებს – კონსტანტინე ხიზანეიშვილი. სტუმრებას ასევე არეყოლებათ, კაპიტანი – ერეკლე კილაძე, რომელმაც ბათუმის “დინამოსთან” ტრავმა მიიღო.

“სიონი”– “გურიას” მატჩს, ავაზაშვილი უმსაჯებს, მას თოდრია, კოკაია და სილაგავა (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, ხვალ, 27 ოქტომბერს,14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.