„სიონი“ მეოთხედფინალშია

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, ბოლნისის „სიონმა“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა.

სათასო დაპირისპირება რუსთავში, „ფოლადის“ სტადიონზე გაიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლნისელებს გურიაში გასვლა 2:0 ჰქონდათ მოგებული და ჩემპიონატის მორიგ ტურში ძალიან პრინციპული მატჩი აქვთ ბათუმის „დინამოსთან“, გუნდის თავკაცმა, ვარლამ კილასონიამ,რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ასევე დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში „სიონს“ სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხერს მასპინძლებმა.

მატჩის მეორე ნახევრის განახლებისთანავე, კილასონიამ მოედანზე ისიანი და მიქაბერიძე გამოიყვანა, რომლებმაც ბოლნისელთა შეტევებს უფრო მეტი აგრესია შემატეს. აქტიურობას ლოგიკური შედეგიც მოჰყვა – საჯაიამ 53-ე წუთზე გურულთა კარი აიღო და მოწინააღმდეგის თეორიული შანსებიც სრულიად გააქრო.

გურულებმა მხოლოდ ერთი შეტევა განახორციელეს და ისიც გოლად აქციეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა, 65-ე წუთზე, უხეშობისთვის მოედნიდან მჭედლიშვილი გააძევა და სტუმრები კაცნაკლულები დატოვა. მიუხედავად ამისა, „გურიამ“, სწორედ 10 კაცის შემადგენლობით შეძლო ანგარიშის გათანაბრება – სამ წუთში ნიკა წერეთელმა გაიტანა.
მიუხედავად ბოლნისელთა მცდელობისა, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ორი მატჩის ჯამში, „სიონმა“ „გურიას“ 3:1 სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სიონი – გურია

დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ფინალური მატჩი

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, საჯაია, გიორბელიძე (მიქაბერიძე 46’), რაზმაძე, გოგობერიშვილი, ვასაძე (კობახიძე 65’), შალამბერიძე, ჭიკაიძე (ისიანი 46’), უგულავა;

სათადარიგო: მერლანი, ღონღაძე, მანჯგალაძე, ოთარაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გურია: შენგელია, ვ. წილოსანი (ბახია), ლაბაძე, ქორიძე, მჭედლიშვილი, წერეთელი, გუჯაბიძე (გობრონიძე), ნარიაშვილი, ზაქრაძე, ბახუა, მოსიაშვილი (ხუხუნაშვილი 56’);

სათადარიგო: მეიშვილი, ზ. წილოსანი, კიკნაძე;

მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე;

მატჩის მთავარი არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი;

გოლები: საჯაია 53’, წერეთელი 68’;

გაფრთხილება: კობახიძე; გიორბელიძე;

გაძევება: მჭედლიშვილი;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.