“დინამო” “სიონს” ქობულეთში უმასპინძლებს

უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი” სტუმრად გამართავს. ბათუმის “დინამო” “სიონს” ქობულეთში, “ჩელე არენაზე” უმასპინძლებს.
ვარლამ კილასონიას შეგირდები, შეხვედრს კარგ ხასიათზე ხვდებიან. ლანჩხუთის გურიასთან ორმატჩიანი დუელის შემდეგ, “სიონი” საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა.

მიმდინარე ჩემპიონატში ბოლნისელები 17 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ბათუმელებმა კი, 13 ქულა დააგროვეს და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “ზუგდიდთან” გადადებული შეხვედრა, ნოემბერში, სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება.

“სიონი” და “დინამო” ერთმანეთს, 40-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან მასპინძლებმა 14-ჯერ იმარჯვეს, 11 ფრე ითამაშეს, “სიონმა” ბათუმელებთან 15 მატჩი წააგო. ბურთების შეფარდება 35/44-ზე ბოლნისელთა სასარგებლოდ. მატჩი, ქობულეთში 14:00 საათზე დაიწყება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.