ბოლნისელები ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში

გაზეთმა “ლელომ” და კომპანია “ლიდერბეთმა” საქართველოს XXVI ჩემპიონატის რჩეულნი გამოავლინა. რჩეულებს შორის მოხვდნენ, გუნდის კაპიტანი დავით სვანიძე და თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი. 32 წლის ტატანაშვილი ბათუმის “დინამოდან” განათხოვრებით ასპარეზობს “სიონის” შემადგენლობაში, რომელმაც წინა ტურში, თავის ყოფილ გუნდს სამი ბურთი გაუტანა. მიმდინარე სეზონში, ტატანაშვილმა 7 ბურთი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში მეოთხეა. ბოლნისელთა კაპიტანი, თავის საუკეთესო სეზონს ატარებს, სვანიძემ სამჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.