“სიონი”– “ტორპედოს” მატჩს კვარაცხელია განსჯის

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”, “თამაზ სტეფანიაზე”, ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს და სამი ქულის აღებას ეცდება.

ბოლნისელებს, მიმდინარე ჩემპიონატში, მეტოქისგან განსხვავებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. სატურნირო ცხრილში “სიონი” 20 ქულით, მესამე პოზიციაზეა. ათი ტურის შემდეგ, ქუთაისელებმა 12 ქულა დააგროვეს და მე–11 პოზიციას იკავებენ.

“სიონი” – “ტორპედოს” მატჩს კვარაცხელია განსჯის, მას ჭიჭინაძე, ელიკაშვილი და ხორავა (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვერა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.