ვარლამ კილასონია:””ტორპედოსთან” რთული თამაში გვექნება”

ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ვარლამ კილასონია, ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
რა მდგომარეობა გუნდში და როგორ განწყობაზე ხვდებიან ფეხბურთელები ქუთაისელებთან შესახვედრად. კილასონიას თქმით, გუნდში საბრძოლო განწყობა და დიდი სურვილი სამი ქულის მოპოვების.

“ხვალ, ქუთაისის “ტორპედოსთან” რთული თამაში გვექნება. მათ ძალიან სჭირდებათ სამი ქულა, რათა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯბესონ. ქუთაისელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც რამდენიმე თამაშის მოგება შეძლო.
ჩვენს ბანაკში სამწუხარო ამბებიც გვაქვს, ტრავმის გამო გამოგვაკლდება ლუკა რაზმაძე, თუმცა დაგვიბრუნდა მცველი, ვარლამ კილასონია. ის მოხვდება 18 კაციან განაცხადში, თუმცა ითამაშებს თუ არა, ეს თამაშის მიმდინარეობა გვიჩვენებს. მიუხედავად დანაკლისისა, გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი სურვილი შინ მოგების“, – განაცხადა კილასონიამ.

“სიონი” – “ტორპედოს” მატჩი, ხვალ, “თამაზ სტეფანიაზე”, 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.