„სიონი“ – „ტორპედო“ – 6:2 – ბოლნისური მასტერკლასი

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მიზეზი ის გახლდათ, რომ სტუმრებმა, მასპინძელთა მსგავსად, შავი ფერის წინდები ჩაიცვეს, თუმცა ფერებზე შეთანხმება წინასწარ არსებობდა. ამის მიუხედავად, ქუთაისელებმა, მაინც შავ ფერზე შეაჩერეს არჩევანი, რამაც საბოლოოდ დაგვიანება და მასპინძელთა მხრიდან დათმობა გამოიწვია. თამაშიც დაიწყო.

ბოლნისელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. საჯაიამ ბურთი კარგად დაუტოვა ისიანს, რომელმაც მე-2 წუთზე გუნდი დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა ბურთზე კონტროლი მოიპოვეს და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს ქუთაისელთა კარს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა პოზიციები დათმეს და მოწინააღმდეგეს უპირატესობა დაუთმეს, რამაც ლოგიკური შედეგი გამოიღო. კაპანაძემ 26-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

ზუსტად ერთ წუთში, ისევ წინ გასვლის შანსი ჰქონდათ კილასონიას შეგირდებს. საჯაიამ კუთხურიდან ჩამოაწოდა, „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა უხერხულად მოიგერის, მიქაბერიძემ კი დამატებაზე ბურთი კარს ზემოდან ააცილა.
ბოლნისელთა სახიფათო შეტევას სიჭინავას საჯარიმოთი უპასუხეს ქუთაისელებმა, მაგრამ ნანიევმა უშეცდომოდ ითამაშა.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე გაცილებით მაღალ ტემპში და „სიონის“ სრული უპირატესობით წარიმართა. გაფრინდაშვილის ბოლომდე ბრძოლად მოჰყვა მეორე გოლი. მანჯგალაძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, გატანის შანსი ჰქონდა ვილი ისიანს, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, გვერდითმა თამაშგარე დააფიქსირა.

გაფრინდაშვილი -ტატანაშვილის შესანიშნავი კომბინაცია, ტატანაშვილის დარტყმულით დასრულდა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კვლავ ბოლნისელებს დარჩათ. ფოფხაძემ კვლავ ტატანაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელსაც, რომ იტყვიან, მკვდარი ბურთი აუღო მეკარე თევდორაძემ.

65-ე წუთზე, „სიონმა“ შეტევა ცენტრიდან წამოიწყო. უნდა აღინიშნოს გოგობერიშვილის დამაჯერებელი თამაში, რომელმაც უზუსტესი პასი გაუკეთა ფლანგზე ისიანს, რომელმაც თევდორაძე უშანსოდ დატოვა და გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 3:1.

მიმდინარე გათამაშებაში მერვე გოლი მიითვალა დიმიტრი ტატანაშვილმა. ამჯერად მას თევდორაძის გაბითურება არ გასჭირვებია. ფოფხაძის ფლანგურ ჩაწოდებას, კარის კუთხეში, ნახტომში თავი დაახვედრა ტატანაშვილმა და ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახდა.

„ტორპედომ“ ერთი ბურთის გაქვითვა რიკოშეტის წყალობით შეძლო. კლიმიაშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა, რომელიც შინდაგორიძეს მოხვდა და მასპინძელთა კარში შევარდა.

როგორც გაირკვა, ეს არ იყო ამ შეხვედრაში ბოლო გოლი. დუბლის ავტორი ისიანი, კილასონიამ მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ჯაბა უგულავა შემოიყვანა, რომელმაც „ტორპედოს“ წინააღმდეგ, „სიონის“ მაისური 98-ედ მოირგო და გოლითაც აღნიშნა. გაფრინდაშვილის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ჯერ უზუსტესად შეასრულა, შემდეგ კი მეკარის საჯარიმოში, სამი მოწინააღმდეგის მოტყუებაც შეძლო და კარში დაარტყა, თევდორაძე უძლური აღმოჩნდა. მეკარის საპირისპირო კუთხეში ვასაძემ საბოლოო წერტილი მატჩის დამატებულ დროში დასვა – 6:2 – „სიონმა“ „ტორპედო“ გაანადგურა და ორი შეხვედრის ჯამში 11 გატანილი გოლიც დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩშიც, ისევე როგორც, ბათუმის „დინამოსთან“ დავით საჯაიამ გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ, ამჯერადაც, მატჩის არბიტრების გადაწყვეტილებით, ბურთი არ ჩაითვალა.

11 ტურის შემდეგ „სიონს“ 23 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. გამოტოვებულ შეხვედრას „ზუგდიდთან“ ჩვენი გუნდი, 14 ნოემბერს, ზუგდიდში გამართავს. თუკი ბოლნისელები ამ მატჩსაც მოიგებენ, ისინი მეორე ადგილზე აღზევდებიან 26 ქულით.

ეროვნული ჩემპიონატი, 11-ე ტური

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი

სიონი: ნანიევი, სვანიძე, ჯაფიაშვილი, საჯაია, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, მანჯგალაძე, მიქაბერიძე (46’), ისიანი (უგულავა 72’), ტატანაშვილი (კილასონია 83);

სათადარიგო: მერლანი, კილასონია, შალამბერიძე, კობახიძე, ჭიკაიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

ტორპედო: თევდორაძე, ტაბატაძე (ოდიკაძე 80’), ნერგაძე, ქიმაძე, მამასახლისი, ბრეგვაძე (შინდაგორიძე 53’), კლიმიაშვილი, სიჭინავა, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, კაპანაძე (კირკიტაძე 46’);

სათადარიგო: ხაინდრავა, კირკიტაძე, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი, ბურჯანაძე;

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი;

მატჩის მთავარი არბიტრი: ლევან კვარაცხელია;

გოლები: ისიანი 2’, 64’,კაპანაძე 26’, მანჯგალაძე 64’, ტატანაშვილი 76’, შინდაგორიძე 81’,უგულავა 86’, ვასაძე 90’;

გაფრთხილება: მანჯგალაძე 68’, კუხიანიძე 90’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.