„ტორპედო“ დუბლებმაც გაანადგურეს

ბოლნისის „სიონის“ დუბლშემადგენლობამ, ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლებს რუსთავში, „ფოლადის“ სტადიონზე უმასპინძლა და ძირითდი გუნდის მსგავსად, მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

გიორგი ყიფშიძის შეგირდებმა იმერლები – 5:1 დაამარცხეს.

პირველი გოლი შეხვედრაში სტუმრებმა გაიტანეს. ხურციძემ 7-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს იმერელთა ერთადერთი გოლი იყო მთელს შეხვედრაში. გაშვებული გოლის შემდეგ ბოლნისელები გააქტიურდნენ. 22-ე, 67-ე და 77-ე წუთებზე – ქუთაისელთა კარში ლაშა მანაგაძემ გაიტანა და ჰეთ-თრიკიც შეასრულა. თითო ბურთი შკუბულიანისა და გიორბელიძის ანგარიშებზეა.

ბოლნისის „სიონმა“, ამ მოგებით, 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სიონი : მელაძე(ორთოიძე), ავქოფაშვილი, კაზანჯიანი, ჯინჭარაშვილი, გიორბელიძე, მამისაშვილი(ბეჟუაშვილი), სტეფანია (ნასყიდაშვილი),
შკუბულიანი(გაგნიძე), ჯაფარიძე(ერქვანიძე), მესხი, მანაგაძე, ლობჟანიძე;

გოლი: ხურციძე 7’, მანაგძე 22’, 67’ , 77’, შკუბულიანი 50’, გიორბელიძე 74’;

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე;

ტორპედო: გეგუჩაძე, წიქარიშვილი, ბურჯანაძე, ნაცვლიშვილი, გაგოშიძე, ფანცხავა, ნიკონოვი, ზაქარიშვილი, გოგუაძე, ხურციძე, ჟღენტი;

სათადარიგო: სულაბერიძე, მარგველაშვილი, საღირაშვილი, კუჭუხიძე, იონანიძე, მანაგაძე, ბერძენაძე;

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია;

არბიტრი: თორნიკე ხუბულური;

გაფრთხილება: მესხი, სტეფანია, მანაგაძე;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.