“ზუგდიდი” – “სიონის” გადადებული მატჩი ხვალ გაიმართება

უმაღლესი ლიგის მერვე ტურის გადადებული მატჩი, “ზუგდიდსა” და “სიონს” შორის, საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხვალ გაიმართება.
“სიონი” ზუგდიდში ოფტიმალური შემადგენლობით ვერ ჩადის. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს გიული მანჯგალაძე დააკლდება. ტრავმა მოიშუშა 22 წლის მცველმა ვარლამ კილასონიამ, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, “სიონის” რიგებში, “ტორპედოსთან” გამოჩნდა.

მიმდინარე ჩემპიონატში, “სიონს” მხოლოდ ერთი წაგება (სიონი – დილა 0:1) აქვს. ბოლნისელებმა 23 ქულა დააგროვეს და ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. ვარლამ კილასონიას შეგირდები, ბოლო ორი ტურის განმავლობაში, მეტოქეს დიდი ანგარიშით ამარცხებენ. “სიონმა” ბოლო ორ თამაშში 11 ბურთი გაიტანა და 5 გაუშვა. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, “ზუგდიდმა ათ ტურში, ხუთი ქულა დააგროვა და ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.

გასულ სეზონში, “სიონმა” ლადო ბურდულის თავკაცობით, “ზუგდიდი”, “ბასას” ბაზაზე – 1:3 დაამარცხა. ვარლამ კილასონია, ზუგდიდში, ახლაც ეცდება წარმატების მიღწევას. გუნდი დღეს გაემგზავრა დასავლეთში და ანაკლიაში დაბინავდა.
“ზუგდიდი” – “სიონის” მატჩს, ყრუაშვილი განსჯის, მას ჩიგოგიძე, თოდრია და კვირიკაშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა “ბაიას” ბაზაზე, 14 ნოემბერს, 14:00 საათზე გამართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.