“სიონის” სამძიმარი და თანადგომა საფრანგეთს

საფეხბურთო კლუბი “სიონი” და მისი გენერალური დირექტორი, ლადო ბურდული, ფრანგ ხალხს, მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომასა და სამძიმარს უცხადებს.

“ტრაგედია, რომელიც პარიზში მოხდა, მთელ მსოფლიოს გვაერთიანებს. ტერორიზმი მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა. გვინდა, ამ უმძიმეს წუთებში, გვერდით დავუდგეთ ფრანგ ხალხს და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სამძიმარი. ჩვენ მათ გვერდით ვართ”, – განაცხადა “სიონის” გენერალურმა დირექტორმა, ლადო ბურდულმა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, წუხელ, გვიან ღამით ტერაქტების სერია განხორციელდა, რასაც 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი კი დაშავებულია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.