“ცხინვალი” – “სიონის” მატჩს მალტელი მსაჯები მოემსახურებიან

უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას ბოლნისის „სიონი“ სტუმრად გამართავს. ბოლნისელთა მეტოქე ცხინვალის “ცხინვალია”, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე მოასპარეზე “ცხინვალი”, მიმდინარე ჩემპიონატში, 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და “სიონს” ოთხი ქულით ჩამორჩება.

წინა ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება იზეიმა. “სიონმა” “თამაზ სტეფანიაზე”, ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძა და დიდი ანგარიშით – 6:2 დაამარცხა. ცხინვალმა კი, “გურიას” მინიმალური ანგარიშთ – 1:2 აჯობა.

სანაკრებო პაუზის დროს, ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის გამოტოვებულ შეხვედრა გაიმართა, სადაც ბოლნისელებმა ზუგდიდელები 1:3 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
“სიონი”, პირველადგილოსან “დინამო თბილისს” ორი ქულით ჩამორჩება.

“ცხინვალი” და “სიონი” აქამდე ერთმანეთს 21–ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან “სიონმა” 6 თამაში მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 8–ჯერ თამაში დათმო. ბურთების შეფარდება 28–30.

ხვალინდელ შეხვედრას მალტელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. პისანს სპიტერი, ბორგი და ფარუგია (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, ხვალ, “მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.