“სიონმა” სტუმრად პირველად წააგო

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი, ცხინვალის „ცხინვალსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

შეხვედრა, მთლიანობაში, ძალიან ხისტი გამოდგა, რის გამოც, მატჩის მთავარ არბიტრს, რვა ყვითელი ბარათის ამოღება მოუხდა.

მასპინძლებს, პირველ ტაიმში, ბოლნისელთა კარისკენ სახიფათოდ არცერთხელ არ დაურტყამთ, ისიანმა კი რამდენიმე მომენტი გააცუდა. სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა. შეხვედრის პირველი ნახევარი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა. ისიანმა საჯარიმო დარტყმა ძალიან მცირედით ააცილა ნადირაძის კარს, მისივე ფლანგურ ჩაწოდებას კი ტატანაშვილმა დაუხვედრა თავი, თუმცა ისიც არაზუსტი გამოდგა.

ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა. ბოლნისელთა საჯარიმოში არსებული არეულობით გორგიაშვილმა ისარგებლა, რომელსაც ბურთი რაზმაძისგან მიუვიდა და გუნდი წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, ნიკა კაჭარავა მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა, მაგრამ მერლანმა გამოსვლაზე სუფთად აართვა ბურთი, კაჭარავა კი საჯარიმოში წაიქცა, რის გამოც 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ის სიმულაციისთვის გააფრთხილა.

გაშვებული გოლის შემდეგ გათანაბრება მალევე შეეძლო სიონს. ფოფხაძის ფლანგურ გადაცემას თავი საჯაიამ დაახვედრა. ნადირაშვილმა გუნდი გადაარჩინა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე მანჯგალაძეს სიზუსტე დააკლდა.

გატანა შეეძლო რაზმაძესაც, რომელსაც გაფრინდაშვილმა კარგად გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი გარედან მოარტყა ბადეს.

შეხვედრის მიწურულს, ცხინვალელებმა შეტევა წამოიწყეს, შორიდან, ივანიშვილმა მერლანის კარის მიმართულებით დაარტყა, რომელიც ბოლნისელთა კარის კიპერს ხელიდან გაუვარდა. ვიდრე მერლანი მიხვდა, რომ ბურთი კარში შედიოდა, ნახტომი დააგვიანა – მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე კურიოზული გოლით გაზარდეს.

12 ტურის შემდეგ, „სიონმა“ გასვლაზე პირველად წააგო და 26 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგი ტურის შეხვედრას „სიონი“, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ჩემპიონატი, 12-ე ტური

ცხინვალი – სიონი

ცხინვალი: ნადირაძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ლექვთაძე (ბეჭვაია 90’), ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ივანიშვილი (ჯაფარიძე 90’), ქოჩლაძე (მახარობლიძე 64’), კაჭარავა;

სათადარიგო: ჩებოტაროვი, ცაცკრიალაშვილი, ლობჯანიძე, შულაია;

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა;

სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ჯაფიაშვილი (უგულავა 73’), რაზმაძე, მანჯგალაძე, კილასონია, ვასაძე (მიქაბერიძე 64’), ისიანი (საჯაია 58;), ტატანაშვილი;

სათადარიგო: ნანიევი, გოგობერიშვილი, კობახიძე, ჭიკაიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

გაფრთხილება: ფოფხაძე 15’, კაკუბავა 21’, მაისაშვილი 55’, კაჭარავა 63’, ჯაფიაშვილი 71’, ქარდავა 75’, ტატანაშვილი 76’, სვანიძე 78’;

გოლები: გორგიაშვილი 58′, ივანიშვილი 88′;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.