„სიონი“ – „ჩიხურას“ მატჩს ყრუაშვილი განსჯის

ბოლნისის „სიონი“ თავის მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავს. „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ „ჩიხურას“ უმასპინძლებს. მეცამეტე ტურის სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ეს დაპირისპირება 15:00 საათზე გაიმართება.

კლუბის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციას და საჩხერის “ჩიხურას”, შაბათს გასამართი თამაშის გადატანაზე. ამის მიზეზი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგიტა მეშველიანის, ძმისშვილის, 21 წლის ლევან მეშველიანის ტრაგიკული გარდაცვალება გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი ლიგის ტურებთან ერთად, საქართველოს თასის გათამაშება ახლოვდება, “ჩიხურამ”, “დინამო თბილისმა” და სხვა თასზე მოასპარეზე კლუბებმა, შეხვედრის გადადებაზე უარი განაცხადეს, აქედან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციამ თამაში მოხოლოდამხოლოდ ერთი საათით გადაწია.

ბოლნისელთა მეტოქე სატურნრო ცხრილის მეექვსე ადგილოსანია. ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა, წინა ტურში ლანჩხუთის „გურია“ 5:0 გაანადგურა და მიმდინარე სეზონში 20 ქულა დააგროვა. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა კი, ცხინვალის „ცხინვალთან“ საჭირო ქულები დაკარგა და 26 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

„ჩიხურა“ ბოლნისში საკადრო პრობლემების გარეშე ჩამოდის. „სიონს“ კი, დავით სვანიძე დააკლდება. კაპიტანი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

„სიონი“ – „ჩიხურას“ მატჩს ყრუაშვილი განსჯის, მას მენთეშაშვილი, გაბისონია და ხარიტონაშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.