ვარლამ კილასონია: “ბიჭები რთულ სიტუაციაში არ დანებდნენ და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ”

“მადლობა ბიჭებს. ისინი რთულ სიტუაციაში არ დანებდნენ და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ”– ეს სიტყვები “სიონის” მთავარ მწვრთნელს ვარლამ კილასონიას ეკუთვნის. მან “ჩიხურასთან” გამარჯვების შემდეგ (4:0) კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.
“ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით და ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. ვერ ვიტყვი, რომ პირველ ტაიმში განსაკუთრებულ უპირატესობას ვფლობდით. იყო ორთაბრძოლები და ტაქტიკური ჭიდილიც. შეხვედრის მეორე ტაიმში ცვლილებები განვახორციელეთ, თამაშში პატარა ცვლილებები შევიტანეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა. მადლობა ბიჭებს. ისინი რთულ სიტუაციაში არ დანებდნენ და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ”, – განაცხადა ვარლამ კილასონიამ.

“სიონთან“ მარცხის შემდეგ, თამაში შეაფასა “ჩიხურას” თავკაცმა. ფრუიძის თქმით, “სიონმა” ღირსეულად გაიმარჯვა.
„ნორმალურად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. თუმცა, მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე შეიძლება სხვაობა უფრო დიდიც კი ყოფილიყო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო და დავალებების შესრულებაზე იფიქრო. მწვრთნელის დავალებებზე ფიქრობდნენ “სიონის” ფეხბურთელები, მათ ბოლომდე იბრძოლეს და თამაში სასურველ შედეგამდე მიიყვანეს. ვარლამ კილასონიამ შესანიშნავი ცვლილება განახორციელა. კობახიძის მოედანზე გამოსვლის შემდეგ “სიონის” თამაში უკეთესი გახდა. შეტევებიც უფრო მწვავე იყო. დღეს კობახიძემ ყველაფერი გააკეთა. მან თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. რა თქმა უნდა, “სიონი” ყველა ფეხბურთელი კარგად და სწორად მოქმედებდა, მაგრამ ამ ბიჭის თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია. “სიონს” ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენ კი ბევრს ვიმუშავებთ და ვეცდებით შემდეგ შეხვედრებში ნაკლები შეცდომა დავუშვათ და გამარჯვება მოვიპვოთ, – აღნიშნა “ჩიხურას” თავკაცმა.

უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა”, თამაზ სტეფანიას სახელობს სტადიონზე, საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა.

“სიონმა” 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს.

მორიგ შეხვედრას, “სიონი”, 6 დეკემბერს, “დინამო არენაზე”, “დინამო თბილისის” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.