ოთარ კობახიძე: “ძალიან მინდოდა მოედანზე გასვლა და ამისთვის მოტივირებული ვიყავი”

ოთარ კობახიძემ დღეს “სიონის” მაისურით მეორე გოლი მიითვალა. კობახიძემ სადებიუტო გოლი, მესამე ტურში, “შუქურას” კარში გაიტანა.
ვარლამ კილასონიამ, დღეს გამართულ შეხვედრაში, საჩხერის “ჩიხურასთან” ახალგაზრდა ფეხბურთელს, მოედანზე 64-ე წუთზე უხმო, როცა ანგარიში ფრე – 0:0 ფიქსირდებოდა. 19 წლის ფეხბურთელის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, “სიონმა” თავისი თამაში იპოვა და მეტოქე გამანდგურებელი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. შემოსვლიდან ექვს წუთში კობახიძემ 11–მეტრანი გამოიმუშავა, რომელიც ვილი ისიანმა გოლად აქცია. კობახიძე შეხვედრის გმირად იქცა. მან საგოლე პასთან ერთად, თამაშის მიწურულს, გოლი საკუთარ აქტივშიც ჩაიწერა.

“შეხვედრის საწყისი წუთები დაძაბული იყო. ორივე გუნდს უპირატესობის მოპოვება სურდა. ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობა ორთაბრძოლები. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ რეალიზებას ვერ ვახდენდით.
შეხვედრას სათადარიგო სკამიდან ვადევნებდი თვალს, ძალიან მინდოდა მოედანზე გასვლა და ამისთვის მოტივირებული ვიყავი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ 64–ე წუთზე მიიღო გადაწყვეტილება შანსი მოეცა ჩემთვის. მიხარია, რომ ჩემი მოედანზე შესვლისთანავე თამაში უფრო მეტად გამწვავდა. თერთმეტმეტრანი მოვიპოვე, რომელიც ისიანმა ზუსტად შეასრულა, ამის შემდეგ გუნდმა თავისი თამაში იპოვა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის მიწურულს გოლი გავიტანე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს და გულშემატკივარს. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია”, –აღნიშნა კობახიძემ ჩვენთან საუბარში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.