შეცვლის ფასი – სიონი – ჩიხურა – 4:0

ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრა, ბოლნისის „სიონსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. შეხვედრის ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

მატჩის საწყისი წუთებიდანვე ბოლნისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ „ჩიხურას“ დაცვის კედლის გარღვევას, რომელიც უშეცდომოდ თამაშობდა. ჯერ ტატანაშვილს შეეძლო გატანა, შემდეგ კი მანჯგალაძეს, რომელსაც ძლიერი დარტყმული აუღო კუპატაძემ, დამატებაზე ისიანს ისევ სტუმართა მეკარემ აჯობა.

ისევ ისიანს ჰქონდა 36-ე წუთზე ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, მან ორი მცველი მოატყუა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. კონტრიერიშზე დეკანოიძემ ითამაშა კარგად, კარისკენაც დაარტყა, მაგრამ ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ მის დარტყმულს და განმუხტეს სიტუაცია.

მეორე ტაიმში „სიონი“ უფრო მოტივირებული გამოვიდა. 48-ე წუთზე გაფრინდაშვილმა კარგი გადაცემა გაუკეთა მანჯგალაძეს, რომელმაც ბურთი გარედან მოარტყა ბადეს.

64-ე წუთზე, ვარლამ კილასონიამ, მოედნიდან საჯაია გაიყვანა და შეტევების გასამწვავებლად ოთარ კობახიძე შემოიყვანა. ცვლილებამ გაამართლა.ზუსტად ორ წუთში, კობახიძემ, ორი მოწინააღმდეგე მათივე საჯარიმოსთან ჩამოიტოვა, შევიდა კიდეც, სადაც მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს და მოცელეს. ყრუაშვილმა 11 მეტრიანის ნიშნულისკენ ანიშნა. ვილი ისიანმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა – 1:0.

66-ე წუთზე კობახიძემ კარგი პასი გაუკეთა მანჯგალაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც კაშია წამოეწია და საჯარიმოს ხაზთან მანჯგალაძე უხეშად შეაჩერა. სტანდარტულიდან ბოლნისელებმა კუთხურის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ამჯერადაც ვერ იხეირეს.

ბოლნისელებმა საჩხერელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყეს. შედეგად, იმატა მათ წინააღმდეგ წესების დარღვევამაც. 75-ე წუთზე, „ჩიხურას“ კარში ჯარიმა დაინიშნა. ვარლამ კილასონიამ დაბალი ბურთი დაარტყა, რომელიც მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეგორდა – 2:0. ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვეს სტუმრებმა. განუგრავამ ცუდად მოიგერია, კობახიძემ კი კარგი გადაცემა გაუკეთა რაზმაძეს, რომელმაც მასპინძელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. კობახიძე შეხვედრის გმირად იქცა. თამაშის დამატებულ მესამე წუთზე, მან გოლი საკუთარ აქტივში ჩაიწერა. გადაცემით კი გაფრინდაშვილი გამოირჩა – 4:0.

ვარლამ კილასონიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „ჩიხურა“ 12 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდი იყო, რომლის კარშიც ყველაზე ცოტა – 8 გოლი იყო გატანილი, „სიონმა“ კი ეს მაჩვენებელი მოწინააღმდეგეს 12-მდე გაუზარდა.

13 ტურის შემდეგ, „სიონს“ 29 ქულა აქვს და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას, ბოლნისელები, 2 დეკემბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასზე, სამტრედიაში, ადგილობრივი „სამტრედიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

ეროვნული ჩემპიონატი, მე-13 ტური

სიონი – ჩიხურა

გოლი: ისიანი 70’ კილასონია 75’ , რაზმაძე 77’, კობახიძე 90’;

გაფრთხილება: კაშია 66’, მეგრელიშვილი 70′, ჯაფიაშვილი 80’;

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, კილასონია, გაფრინდაშვილი, საჯაია (კობახიძე 64’), გოგობერიშვილი (კაპ), რაზმაძე, ტატანაშვილი (ვასაძე79), ისიანი (უგულავა71’), მანჯგალაძე;

სათადარიგო: მელაძე, მიქაბერიძე, მანაგაძე, ჭიკაიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილსონია;

ჩიხურა: კუპატაძე, მეგრელიშვილი, განუგრავა, კურტანიძე (ჯოხაძე10’) , მუმლაძე, დეკანოიძე (68’), კორიფაძე, ჭიჭეიშვილი (ჭანკოტაძე, 78’), ჩიკვილაძე, დობროლოვსკი, კაშია (კაპ);

სათადარიგო: მწყერაშვილი, კაკაშვილი, იაკობაშვილი, ივანიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.