“სიონის” დუბლებმა “ჩიხურა” გაანადგურეს

ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონის” დუბლშემადგენლობამ, რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე, საჩხერის “ჩიხურას” დუბლებს უმასპინძლა. პირველი გუნდის მსგავსად, ბოლნისელმა დუბლებმაც მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით – 7:2 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარადამავალი უპირატესობით წარიმართა. ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის შუაში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ორი გოლი მაინც გავიდა. მანაგაძემ მე–20 წუთზე გაიტანა. ათწუთშივე ჭიღლაძემ გაათანაბრა. მეორე ნახევარი მასპინძებმა სრული უპირატესობით ხელთ იგდეს, რაც შედეგზეც აისახა. ბოლნისელებმა, მეტოქის კარში, ექვსი გოლი გაიტანეს.

სიონი: ორთოიძე, ლობჟანიძე, ჯინჭარაშვილი, ავქოფაშვილი, გიორბელიძე, კაზანჯიანი, შკუბულიანი (უგრეხელიძე), სტეფანია (მამისაშვილი), ჯაფარიძე, მანაგაძე (გაგნიძე), მესხი.

სათადარიგო: ჯინჭარაშვილი, მელაძე, ნასყიდაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.

გოლები: მანაგაძე 20′, ჭიღლაძე 30′, ჯაფარიძე 60′ 80′,გაგნიძე 64′ 84′, ლურსმანიშვილი 65′, შკუბულიანი 68′, მესხი89′.

მთავარი არბიტრი: ბორის გლუშჩუკი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.