“დინამო” – “სიონი”. ურთიერთშეხვედრები

უმაღლესი ლიგის მე–14 ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი”, სტუმრად, “დინამო არენაზე” თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.
გუნდებს შორის ეროვნულ ჩემპიონატის გათამაშებაზე 55 მატჩი გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში თბილისის “დინამოს” უპირატესობა აქვს. “სიონმა” 7–ჯერ მოიგო, 4 ფრე ითამაშა და 44 შეხვედრა წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდ არის – 133/28.
ბოლნისის “სიონის” და თბილისის “დინამოს” უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 1 მარტს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი “სიონის” გამარჯვებით, ანგარიშით – 2:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში, ლადო ბურდულის შეგირდებიდან, თავი ლუის ალბერტომ და დაჩი ცნობილაძემ გამოიჩინეს.
მიმდინარე ჩემპიონატში ვარლამ კილასონიას გუნდმა 9 თამაში მოიგო, 2 წაგო და 2 ფრე ითამაშა. გუნდმა 29 ბურთი გაიტანა და 12 გაუშვა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.