ვარლამ კილასონია: “ეს იყო წელს ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი”

27–ე ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ თოთხმეტი თამაშიდან ბოლნისის “სიონმა” მესამე მარცხი განიცადა. ბოლნისელები ამჯერად თბილისის “დინამოსთან” დამრცხდნენ. „დინამო არენაზე“ დასრულებული მატჩის შემეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.
ვარლამ კილასონია (სიონის მთ. მწვრთნელი): “დინამოს” ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. მათ გაცილებით უკეთ ითამაშეს. ის, რომ 10 ფეხბურთელით ვითამაშეთ – არ იყო ამ მარცხის მთავარი მიზეზი.
რვა დღის მანძილზე მესამე თამაში ჩავატარეთ, ბოლომდე არ გვეყო ძალები, დაღლილობამ იჩინა თავი, თან ძირითადის 3 ფეხბურთელი გვაკლდა. ეს იყო წელს ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი. თუმცა „დინამოს“ კიდევ ერთხელ ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას”.
გია გეგუჩაძე (დინამოს მთ. მწვრთნელი): “მადლობა ოპონენტს მოლოცვისთვის. მეტ დაძაბულობას ველოდით დღეს. დაგვჩემდა თამაშის ნაადრევად დასრულება. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, მერე კი ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ამაზე კიდევ გვექნება საუბარი, ბევრი ახალგაზრდაა და ფიქრობენ, რომ ადვილად გაგრძელდება თამაში ბოლომდე. კარგია გამარჯვება, მაგრამ ასეთი შეცდომები არ უნდა გვქონდეს”.

მიმდინარე ჩემპიონატში “სიონმა” 14 ტურის შემდეგ, 31 გოლი გაიტანა და 17 გაუშვა. დააგროვა 29 ქულა და ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.