მარცხი ლიდერთან

ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა, „დინამო არენაზე“, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:2 დასრულდა.

მიუხედავად 7 გატანილი გოლისა, შეხვედრა არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდმა საკმაოდ ფრთხილა დაიწყო თამაში და ერთმანეთის ნახევარზე გადასვლას ერიდებოდნენ. განსაკუთრებით, ვარლამ კილასონიას გუნდი ფრთხილობდა, რომელმაც პირველი ბურთი საკუთარ კარში 14-ე წუთზე მიიღო. გიორგი გურულმა თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა.
გუნდის დაწინაურების საშუალება ჰქონდა ჯიღაურსაც, რომლის დარტყმულიც ძელს მოხვდა და „სიონი“ კიდევ ერთ გაშვებულ გოლს გადაურჩა.

ერთი შეხედვით, მასპინძლებს დიდი უპირატესობა არ ჰქონდათ, მაგრამ, 32-ე წუთზე, ბოლნისელები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. დავით სვანიძემ, გიორგი ქვილითაიას მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის საშუალება არ მისცა, მსაჯმა კი ბოლო იმედის ჯარიმის წესით, სვანიძე მოედნიდან გააძევა. ჯარიმა იაშვილმა შეასრულა, მერლანმა კი გუნდი იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელთა კარში 5 ბურთი გავიდა, მერლანმა ბევრჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

ამის გამო, ვარლამ კილასონიამ, ცვლილება უკვე 38-ე წუთზე განახორციელა. ჯაბა უგულავას ნაცვლად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მოედანზე საჯაია გამოიყვანა. შეხვედრის პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმი ერთი წუთის განახლებული იყო, როდესაც იაშვილმა იდეალური გადაცემა გაუკეთა კიტეიშვილს, ამ უკანასკნელმა კი ქვილითაიას. „დინამომ“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შანსი მიეცა სიონსაც. მანჯგალაძემ ბურთი კარგად მიაწოდა საჯაიას, რომელმაც მასპინძელთა მცველები მოატყუა და საჯარიმოში ბურთი ჩაჰკიდა, ვასაძემ ჰრდლიჩკას შანსი არ დაუტოვა და სხვაობა შეამცირა. დიდხანს არ შერჩენია ამ შეხვედრას ინტრიგა. გიორგი გურულმა 62-ე წუთზე დუბლი გაიფორმა – 3:1.

ზუსტად რვა წუთში, რენე ფერეირამ, მცველთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში ოთხამდე გაზარდა. „სიონმა“ კიდევ ერთხელ წამოიწყო შეტევა, რაც საბოლოოდ, საჯარიმოში, გურულის ხელით თამაშით დასრულდა. ვადაჭკორიამ 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიანიშნა. კილასონიამ კი უშეცდომოდ შეასრულა.

როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ამ შეხვედრის ბოლო გოლი. შეცვლაზე შემოსულმა ლობჟანიძემ 85-ე წუთზე მერლანის კარი აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველი წრის ბოლო შეხვედრას, “სიონი”, 12 დეკემბერს, “სამტრედიას” წინააღმდეგ, “თამაზ სტეფანიაზე” გამართავს.
ეროვნული ჩემპიონატი, მე-14 ტური

დინამო არენა

დინამო – სიონი

დინამო: ჰრდლიჩკა, ფერეირა, გველესიანი, გურული, კაკაბაძე, ცინცაძე (ჯანელიძე 65’), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 75’), ჯიღაური, ქვილითაია (არაბული 63’), იაშვილი;

სათადარიგო: ბეგაშვილი, ჭანტურია, კობოური, ვოლკოვი;

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე;

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, სვანიძე, კილასონია, გიორბელიძე (ვასაძე 46’), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგობერიშვილი, უგულავა (საჯაია 38’), ისიანი (ოთარაშვილი 73’);

სათადარიგო: მელაძე, გურეშიძე, მიქაბერიძე, ჭიკაიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია;

გაფრთხილება: ქვილითაია 45’, ოთარაშვილი 86’ ;

გაძევება: სვანიძე 32’;

გოლი: გიორგი გურული 14’, 62’, ქვილითაია 46’, ვასაძე 54’, ფერეირა 70’ , კილასონია 77, ლობჟანიძე 83’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.