“სიონი” – “სამტრედიას” ექვსი მსაჯი მოემსახურება

ზამთრის შესვენებამდე ერთი ტური დარჩა. ბოლნისის “სიონი” პირველი წრის ბოლო შეხვედრას, “სამტრედიის” წინააღმდეგ გამართავს. ვარლამ კილასონიას გუნდი, მეტოქეს საკადრო პრობლემებით ხვდება. საქართველოს თასზე, “სამტრედიასთან” მიღებული წითელი ბარათის გამო, გუნდს დიმიტრი ტატანაშილი დააკლდება, მას სადისწიპლინო კომიტეტმა სამმატჩანი დისკვალიფიკაცია მისცა. თბილისის “დინამოსთან” მიღებული წითელი ბარათის გამო, ვერ ითამაშებს ბოლნისელთა კაპიტანი. დავით სვანიძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. “სამტრედია” ბოლნისში დანაკლისის გარეშე ჩამოდის.
თოთხმეტი ტურის შემდეგ, ბოლნისის “სიონმა” 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას “ცხინვალთან” ერთად იზიარებს. “სამტრედია” კი, 25 ქულით მეხუთე საფეხურზეა.
“სიონი” – “სამტრედიას” ხარიტონაშვილი უმსაჯებს. მას ვარამიშვილი, ფიფია, ქუხილავა, ავაზაშვილი და ვარდიძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.
მატჩი, 12 დეკემბერს, “თამაზ სტეფანიაზე”, 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.