ვარლამ კილასონია:”სამეულისთვის ვიბრძოლებთ”

უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში “სიონმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და პირველი წრე საშინაო მარცხით დაასრულა – 0:2. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს 10 კაცით დარჩნენ, ვარლამ კილასონიას გუნდმა მეტოქის გატეხვა მაინც ვერ შეძლო.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს და საქართველოს თასის განმეორებით შეხვედრაზეც ისაუბრეს.

ვარლამ კილასონია (სიონის მთ. მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. შეხვედრის პირველი წუთები ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. შემდეგ, რატომღაც, ბიჭებმა თამაშის რიტმი დაკარგეს, რაც ორი გოლის ფასად დაგვიჯდა. შეიძება ითქვას, რომ დღეს ჩვენი დღე არ იყო. ბიჭებს უკვე დაღლა ეტყობათ, ჩვენი ფიზიკური კონდიციები აღარაა მაღალი.
დღეს ტატანაშვილთან ერთად, მანჯგალაძეც გვაკლდა, ორი სამი ფეხბურთელი, როდესაც არ გყავს ძალიან ძნელია. ვეცდებით იმ რესურსით, რომელიც ჩვენ გვაქვს, თასის განმეორებით შეხვედრაში, წარმატებით ვითამაშოთ და ნახევარფინალში გავიდეთ. დღეს შეძლებისდაგავარდ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ თასზეც ბოლომდე დაიხარჯებიან წარმატების მისაღწევად.
პირველი წრის ბოლო შეხვედრა მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ დავასრულეთ, თუმცა საერთო ჯამში შედეგი ცუდი არაა. ბოლო ორ თამაშში შეიძლება გუნდს უსაყვედურო, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, “სიონმა” კარგი შედეგი აჩვენა. ზამთრის პერიოდში თუ ჩვენ გავძლიერდებით და სამწვრთნელ პროცესს ჩავატარებთ ისეთს როგორც საჭიროა, დარწმუნებული ვარ სამეულისთვს ვიბრძოლებთ”.

გია ცეცაძე (სამტრედიის მთ. მწვრთნელი): “დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩემმა ფეხბურთელებმა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს. “სიონთან” თამაში ადვილი არაა. ეს გუნდი ჩვენს ჩემპიონატში სერიოზული ძალაა. მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ჩვენ შევძელით.

ძალიან მეწყინა საქართველოს თასზე “სიონს”, რომ შევხვდი. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩემი მეგობარია და მასაც იგივე გრძნობა აქვს. ფაქტია რომ თასზე ერთ–ერთი უნდა დარჩეს. ვფიქრობ შანსები 50/50–ზეა. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად”.

27–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, ბოლნისის “სიონმა” მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამ წელში ბოლნისელებს ერთი თამაში დარჩათ. 16 დეკემბერს, “თამაზ სტეფანიაზე”, ‘სამტრედიასთან”, საქართველოს თასის ¼ ფინალის საპასუხო მატჩს გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.