წლის ბოლო მატჩი “თამაზ სტეფანიაზე” – “სიონი” VS “სამტრედია”

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს ბოლნისის “სიონი”. ბოლნისელები სამტრედიელებს “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებენ და ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას ეცდებიან.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, “სიონი” და “სამტრედია” ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს.სათასო დაპირისპირება ნულოვანი ფრედ დასრულდა, თუმცა ეს შეხვედრა ბოლნისელებისთვის დიდი დანაკლისით დამთვარა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან, შეცვლაზე ორი წუთის შესული დიმიტრი ტატანაშვილი გააძევა, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის გამოც, ბოლნისელთა ბომბარდირი, ამ შეხვედრასაც გამოტოვებს.დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ასევე ვერ დაეხმარება, ნახევარმცველი, ოთარ კობახიძე. სამტრედიელებს მეკარე, თებიძე არ ეყოლებათ, მან უმაღლესი ლიგის მე–15 ტურში, საკუთარი საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მოედანი დროზე ადრე დაატოვებინა.

საპასუხო შეხვედრა, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 16 დეკემბერს, 13:30 საათზე გაიმართება. მატჩს ხორავა განსჯის, მას მენთეშაშვილი, თოდრია, კვარაცხელია, დოგრაშვილი და კიკაჩეიშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ 27–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, “სიონმა” მეოთხე ადგილზე დაასრულა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.