სოსო ჭიკაიძე:”ვეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ მიზნისკენ სვლა”

“სიონი” საქართველოს თასის ნახევარფინალში ითამაშებს. ბოლნისელებმა ორმატჩიან დუელში “სამტრედიელებს” აჯობეს. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ნახევარფინალის საგზური 11–მეტრიანების სერიაში მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ თამაში შეაფასა.

ვარლამ კილასონია:“საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. მოედანზე ორი ღირსეული მეტოქე იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში უგოლოდ დასრულდა, მთლიანობაში სანახაობრივად ძალიან კარგი იყო. ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს, გვიჭირდა მომენტებში, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ორივე იმსახურებდა გასვლას, თუმცა ამ წარმატებას ბოლნისის “სიონმა” მიაღწია. ვულოცავ ბოლნისელებს და გუნდს ამ წარმატებას”.

სოსო ჭიკაიძე:” რთული და დაძაბული თამაში იყო. ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს სასურველი შედეგის მისაღებად, გავედით ნახევარფინალში და ვეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ მიზნისკენ სვლა. ძალან გახარებულები ვართ. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივარს. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის”.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.