“სიონმა” ანტალიურ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა

ბოლნისის “სიონი” ანტალიურ შეკრებაზე რუმინულ “კრაიოვასა” და დანიურ “ოლბორგს” დაუპირისპირდება.

ორივე კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

ჩვენი გუნდი, ზამთრის შეკრებაზე, სულ 5 ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, აქედან ორი სპარინგ-პარტნიორი უკვე გარკვეულია.

რუმინულ “კრაიოვასთან” შეხვედრა სამ თებერვალს გაიმართება, დანიურ “ოლბორგთან” კი – 11 თებერვალს.

“კრაიოვა” რუმინეთის უმაღლეს ლიგაში, 27 ქულით, მერვე ადგილს იკავებს. “ოლბორგი” კი დანიური სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერია და 34 ქულით მეორე ადგილზეა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.