სიონმა საწვრთნელი პროცესი განაახლა, არიან ახალწვეულებიც

ბოლნისის “სიონმა”, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, ზამთრის შესვენების შემდეგ, საწვრთნელი პროცესი განაახლა.

ვარლამ კილასონიას გუნდში სამი ახალწვეულია – გიორგი კილასონია, აკაკი შულაია, ირაკლი გოგინაშვილი – სეზონის დასასრულამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ. სამივე ფეხბურთელი პოზიციით ნახევარმცველია.

ვიდრე ბოლნისური კლუბი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს თბილისში. მათ შორის, ერთ-ერთი სომხურ “მიკასთან” იქნება, რომელთანაც, სპარინგი 30 იანვარს შედგება.

თურქულ შეკრებაზე “სიონი” 1 თებერვალს გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლამდე დარჩება და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.