“სიონმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა

ანტალიაში შეკრებამდე, ბოლნისის “სიონმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა რუსთავის “რუსთავთან” გამართა და ანგარიშით – 2:3 დამარცხდა.
ბოლნისელებმა რუსთაველებს “ბასას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე უმასპინძლეს. შეხვედრის პირველი ტაიმი მასპნძელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ბერუაშვილმა დაუხვედრა – 0:1. ისიანმა მალევე უპასუხა და სტუმართა მეკარეს, ახლო კუთხეში, გაუტანა – 1:1. ბოლნისელთაგან მეორე გოლი, გუნდის გოლიადორმა, დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. შეხვედრის პირველი ტაიმი თუ ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორე ნახევარში სტუმრებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩი 2:3 დაასრულეს.

ვარლამ კილასონიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: ნანიევი, გურეშიძე, ფოფხაძე (საჯაია), გიორბელიძე, გოგობერიშვილი, რაზმაძე, კობახიძე, ისიანი, მანაგაძე, მესხი, ტატანაშვილი.

მეორე ტაიმი: ნანიევ, კილასონია, ჯინჭარაშვილი, გ. კილასონია, მანჯგალაძე, გაგნიძე, ვასაძე, გოგინაშვილი, შულაია, საჯაია, უგულავა.

გოლები: ბერუაშვილი 0:1, ისიანი 1:1, ტატანაშვილი 2:1, შენგელიძე 2:2, ჩიკვილაძე 2:3.

“სიონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, გორის “დილასთან” გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.