სიონმა დილას მოუგო

ამხანაგური მატჩი, ბოლნისის “სიონსა” და გორის “დილას” შორის, ბოლნისელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

შეხვედრა, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართა.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშეს. სწორედ, შეცვლაზე შესული კობახიძის გოლის წყალობით იმარჯვა ტესტ-მატჩში “სიონმა”.

კობახიძემ 80-ე წუთზე გორელთა კარი აიღო, რამდენიმე წუთში კი უჩა სოსიაშვილის გუნდი კაცნაკლული დარჩა. უხეშობისთვის, მოედნიდან ლომიძე გააძევეს.

ბოლნისელებისთვის, ეს უკვე მეორე ამხანაგური მატჩი იყო. მესამე სპარინგს, ვარლამ კილასონიას გუნდი, 30 იანვარს, სომხური “მიკას” წინააღმდეგ ჩაატარებს და თბილისურ მოსამზადებელ პერიოდს დაასრულებს.

პირველ თებერვალს “სიონი” ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

პირველი ტაიმი

სიონი: მერლანი, საჯაია, ოთარაშვილი, სვანიძე, ვ. კილასონია, გ. კილასონია, გოგობერიშვილი, შულაია, მანჯგალაძე, ისიანი, ტატანაშვილი;

დილა: მუჯრიშვილი, კვახაძე, სეიდ ჰოსეინი, კვირკველია, ხურცილავა, ერისთავი, ფალავანდიშვილი, გოგუა, შოებ ამირი, მარცვალაძე, მაშუკოვი;

მეორე ტაიმი:

სიონი: მერლანი, გიორბელიძე, საჯაია, ივანიშვილი, სვანიძე, გაგნიძე, შულაია, მესხი, უგულავა, კობახიძე, მანაგაძე;

დილა: მარიამიძე, სამხარაძე, ლომიძე, ქარქუზაშვილი, თომაშვილი, ღონღაძე, წიქარიძე, ჩელებაძე, ახალკაცი, კვირკვია, მოდებაძე;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.