“სიონის” ბოლო ტესტ–მატჩი შეკრებაზე წასვლის წინ

ბოლნისის “სიონი, ხვალ, სომხურ “მიკას” დაუპირისპირდება და ამით საქართველოში მოსამზადებელ პერიოდს დაასრულებს.
“სიონმა” მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო და აქამდე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვარლამ კილასონიამ საკუთარი ფეხბურთელები ჯერ პირველლიგელ “რუსთავთან” გამოსცადა, ხოლო შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ გორის “დილასთან”.
მომზადების პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრა, რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

“სიონის” შემადგენლობაში სამი ახალი ფეხბურთელია – აკაკი შულაია,გიორგი კილასონია, ირაკლი გოგინაშვილი. სამივე ახალწვეული პოზიციით ნახევარმცველია.

ბოლნისელები მომზადების მეორე ეტაპს თურქეთში გაივლის. გუნდი 1 თებერვალს მიემგზავრება, სადაც 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.