“სიონმა” პირველი ეტაპის ბოლო ტესტ-მატჩი გამარჯვებით დაასრულა

ბოლნისის “სიონმა” მომზადების პირველი ეტაპი დაასრულა. ვარლამ კილასონიას გუნდმა, დღეს, რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე სომხურ “მიკას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ბოლნისელთა რიგებში ითამაშა, 24 წლის ახალწვეულმა – ლაშა გვალიამ. ნახევარმცველი “სიონს”, გორის “დილადან” იჯარის წესით შემუერთდა. გვალიამ მოედანზე 45 წუთი დაჰყო და იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
შეხვედრა ბოლნისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მე-17 წუთზე ტატანაშვილმა მარჯვენა ფრთაზე ბურთი მიიღო და შეტევაში წავიდა. საჯარიმოს სიახლოვს, კარგ პოზიციაში მყოფი, გოგინაშვილი მოძებნა და პასი გაუკეთა. მეკარესთან პირისპირ გასული გოგინაშვილი “მიკას” მეკარემ წესების დარღვევით გააჩერა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ტატანაშვილმა ზუსტად შეასრულა – 1:0.
ამის შემდეგ მასპინძლებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა მიზანს 22-ე წუთზე უწიეს. ვადაჭკორიამ ტატანაშვილზე ჯარიმა დააფიქსირა. სტანდარტული დარტყმა საჯაიამ განახორციელა, მან მაღალი ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, რომელსაც გუნდის კაპიტანი გამოეხმაურა. სვანიძემ “მიკას” კარი თავური დარტყმით აიღო – 2:0.
შეხვედრაში მეტ გოლი არ გასულა. ამით “სიონმა” მომზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გუნდი ანტალიურ შეკრებაზე 1 თებერვალს მიემგზავრება, სადაც ხუთი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი.

სიონი – მიკა 2:0
პირველი ტაიმი: მერლანი, სვანიძე (კაპ), კილასონია, ოთარაშვილი, საჯაია, გვალია, რაზმაძე, მანჯგალაძე, ისიანი, გოგინაშვილი, ტატანაშვილი.
მეორე ტაიმი: მერლანი, საჯაია, ჯინჭარაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე, ისიანი (შალამბერიძე), ივანიშვილი, გაგნიძე, მანაგაძე, მესხი, უგულავა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.