არმაზ ჯელაძე – პირველი თამაში ყოველთვის ძნელია

უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა.

მეორე წრეს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი ახალი ტაბლოთი შეხვდა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

მატჩის შემდეგ, თამაში, მთავარი მწვრთნელის ნაცვლად, კილასონიას თანაშემწემ, არმაზ ჯელაძემ შეაფასა:

“რა თქმა უნდა, პირველ თამაში ყოველთვის ძნელია, შესაბამისად, დაძაბული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები და ცდილობდნენ კონტრშეტევაზე ეთამაშათ. პირველ ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ, მალევე მივიღეთ პასუხი მეტოქე გუნდისგან, ამიტომ მეორე ტაიმში გუნდი გადაეწყო, თუმცა, მეტი გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. რაც შეეხება შულაიას გასვლას, დიახ, ვიცოდით, რომ მას გია გეგუჩაძე აკვირდებოდა, თუმცა დაღლილობა დაეტყო, რაც გამოცვლის მიზეზი გახდა”,- აღნიშნა ჯელაძემ.

16 ტურის შემდეგ, “სიონი” სატურნირო ცხრილში, 30 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა.

ბოლნისელები მორიგ შეხვედრას, “თამაზ სტეფანიაზე”, 23 თებერვალს ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავენ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.