სიონმა და გურიამ ქულები გაიყეს

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე, ბოლნისის „სიონმა“ ლანჩხუთის „გურიასთან“ დაპირისპირებით განაახლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გადახალისებული „გურია“ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მთლიან შეხვედრაში, აქცენტი კონტრშეტევებზე ჰქონდა გაკეთებული.

უკვე მეოთხე წუთზე შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა. მანჯგალაძემ ტატანაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე დატოვა, მაგრამ ბოლნისელთა ბომბარდირმა მოძრაობა ადრე დაიწყო და თამაშგარეში აღმოჩნდა. მთელი მატჩის განმავლობაში, ტატანაშვილი კიდევ სამჯერ აღმოჩნდა თამაშგარეში, სამივეჯერ გვალიას გადაცემით და სამივეჯერ მეკარესთან ერთი ერთზე იმყოფებოდა.
მოროზენკო მე-10 წუთზე დაემუქრა მერლანის კარს, მაგრამ გამოცდილმა მეკარემ ადვილად მოიგერია ბურთი. უკვე მე-17 წუთზე მერლანმა გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. დამატებაზე მცველებმა ივარგეს და ბურთი გამოიტანეს საჯარიმოდან.
„სიონის“ კაპიტანმა სვანიძემ შეტევა წამოიწყო. ფლანგზე შულაიას გადააწოდა ბურთი, რომელიც კარგად დაიძრა, მის წინააღმდეგ წესები დაირღვა, საჯაიას ჯარიმას კი ტატანაშვილმა თავი ვერ დაუხვედრა. საგოლე მომენტი კი რეალური იყო. რამდენიმე წუთში, კილასონიამ შორიდან დაარტყა და მცირედით უმტყუნა სიზუსტემ.

გამორჩეული იყო მთელი შეხვედრა შულაია, რომლის წინააღმდეგაც თამაშის წესები ხშირად ირღვეოდა. ვიდრე მის წინააღმდეგ საჯარიმოში წესები დაირღვეოდა, შულაია, მინდორს მიღმა გაიყვანეს, რადგან გურული ფეხბურთელი ეუხეშა. მოედანზე დაბრუნებულმა 19 წლის ნახევარმცველმა, მთელი ფლანგი ჩაირბინა, მეტოქეც მოატყუა და საჯარიმოში წააქციეს. 11 მეტრიანი გოლად ვარლამ კილასონიამ აქცია.

ზეიმი არ დასცალდათ ბოლნისელებს. მოროზენკომ რამდენიმე წუთში სხვაობა აღმოფხვრა და წონასწორობა აღადგინა. კონტრშეტევაზე დაცვა ჩავარდა, მერლანმა ერთხელ იხსნა გუნდი, მაგრამ დამატებაზე მას აღარავინ მიეხმარა.

ტაიმის მიწურულს საჯარიმო დარტყმის შემდეგ, გატანა შეეძლოთ მასპინძლებს, მაგრამ ეს მომენტიც ვერ გამოიყენეს.
მეორე ტაიმში, ძალიან რეალური საგოლე მომენტი გაანიავა ირაკლი გოგინაშვილმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა თავზე ბურთი ვერ გადაუგდო. კუთხურიდან გატანა ტატანაშვილსაც, მაგრამ პოლტავცევმა მას გაჭირვებით აუღო ბურთი და კუთხურზე მოიგერია.

პირველი წრის მსგავსად, ვარლამ კილასონიას გუნდმა, ვერც მეორე შეხვედრაში შეძლო „გურიას“ დამარცხება.
16 ტურის შემდეგ, „სიონს“ 30 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას, ჩვენი გუნდი, 23 თებერვალს, ბოლნისში, ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს.

სიონი – გურია

მე-16 ტური

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი

სიონი: მერლანი, სვანიძე, კილასონია, ფოფხაძე, საჯაია, შულაია (უგულავა 76’), რაზმაძე, გვალია (კობახიძე 85’), მანჯგალაძე, გოგინაშვილი (ისიანი 68’), ტატანაშვილი:

სათადარიგო: ნანიევი, ისიანი, უგულავა, შალამბერიძე, გურეშიძე, კობახიძე, გ. კილასონია;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

გურია: პოლტავეცი, ალავერდაშვილი, კილაძე, ნოზაძე, გამყრელიძე, ბენეტაივინი, ჯუნიორი (ტობოევი 60’), ნუნეზი, მოროზენკო, გელაშვილი, ჩადუნელი;

სათადარიგო: ტობოევი, ბახია, რ. წილოსანი, ლაბაძე, იმერლიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემედოვი;

გაფრთხილება: ისიანი 84’, გელაშვილი 89’, სვანიძე 90’, კილასონია 90+1’;

გოლი: კილასონია 33’ (პენ), მოროზენო 37’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.