“სიონი” – “კოლხეთს” სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, ბოლნისის “სიონი”, “თამაზ სტეფანიაზე”, ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებს.
მე-2 ტურში, ბოლნისლებმა ფოთელები მინიმალური ანგარიშთ დაამარცხეს. ერთადერთი გოლი, მე-17 წუთზე კობა შალამბერიძემ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

განახლებულ ჩემიონატის პირველი შეხვედრები რამდენიმე დღის წინ გაიმართა. “სიონმა” საკუთარ კედლებში, გადახალისებულ “გურიას” ვერ მოუგო (1-1). სანაიას გაწვრთნილებმა კი, ლიდერ “დილასთან” მარცხი განიცადეს (0-1).

თექვსმეტი ტურის შემდეგ “სიონი” 30 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო “კოლხეთი” 18 ქულით, სატურნირო ცხრილში, მეთერთმეტე ადგილს იკავებს.

სიახლეებია ბოლნისის “სიონის” შემადგენლობაში. ბოლნისელთა შემტევი, ვილი ისიანი, კარიერას ცხინვალის “ცხინვალში” გააგრძელებს. ისიანი, “ცხინვალის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს.

“სიონი” – “კოლხეთის” მატჩს, სილაგავა განსჯის. მას ჭიჭინაძე, ბერულავა და გლუშჩუკი დაეხმარებიან.
მატჩი, 23 თებერვალს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.