ოთხი გოლი და ერთი გაფუჭებული პენალტი “თამაზ სტეფანიაზე”

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და ანგრაიშით – 3:1 დაამარცხა. ვარლამ კილასონიას დამოძღვრილებს, მეტი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, თუმცა უამრავი მომენტი გაანიავეს. “თამაზ სტეფანიაზე” მოსლი გულშემატკივარი,მეტად საინტერესო თამაშის მომსწრე გახდა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე-5 წუთზე ფოთელთა საჯარიმოში არეულობის შემდეგ ბურთი ტატანაშვილს მიუვიდა, მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. რამდენიმე წუთში ისევ ტატანაშვილს ქონდა შანსი ანგარიშის გახსნის, თუმცა ამჯერად სტუმართა მეკარე იყო უშეცდომო, დამატებაზე კი გოგინაშვილმა ვერ ივარგა.

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ფოთის “კოლხეთს” შეეძლო გატანა. მცველების შეცდომით თორნიკე თუხარელმა ისარგებლა და ძლიერად დაარტყა, თუმცა მერლანს ვერ აჯობა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ხელთ იგდეს ბოლნისელებმა და ანგარიშც გახსნეს. 26-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შულაიამ მეტოქე ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ გვალიას გადააწოდა, რომელმაც მეტოქის კართან ტატანაშვილი მოძებნა, რომელთანაც სეფიაშვილი უძლური აღმოჩნდა – 1:0. ტანანაშვილს მიმდინარე სეზონში ექვსი გატანილი ბურთი დაუგროვდა.

30-ე წუთზე ზედიზედ ორი კუთხურის მოწოდების შემდეგ შორი მანძილიდან გაფრინდაშვილმა გაისროლა და კარს მცირე მანძილით ააცილა. ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ანგარიშის გაზრდა შულაიას შეეძლო, თუმცა მიზანს ვერ უწუა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ცვლილებებით დაიწყო. ვარლამ კილასონიამ, პირველ ტაიმში ერთ-ერთი გამორჩეული, ფლანგზე მოთამაშე შულაია გაიყვანა და მის ნაცვლად გამოცდილი გოგობერიშვილი შემოიყვანა. სანაიამ კი ჯიშკარიანი ლევან კაკულიათი შეცვალა, რომელმაც ტაიმის მიწურულს მეკარის ვალდებულებაც იკისრა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ფოთელებმა მერლანის კარის აღება ორჯერ სცადეს მაგრამ მიზანს ვერცერთხელ უწიეს. 50-ე წუთზე სიჭინავა ცდილობდა ყოფილი გუნდის კარის აღებას, მისი დარტყმული მერლანს ხელებში მიუვიდა. ზუსტად ხუთ წუთში ბოლნისელებმა ანგარიში გაზარდეს. მასპინძებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს, გვალიამ გოგინაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელსაც სეფიაშვილის კარის აღება არ გასჭირვებია – 2:0.
დარჩენილ დროში მასპინძლებს სხვაობის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა სეფიაშვილი “სიონის” ფეხბურთელებს გატანის საშუალებას არ აძლევდა. 73-ე წუთზე კი ბოლნისელთა დაცვის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ნიქაბაძემ ისარგებლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.
გაშვებული გოლის შემდეგ “ლომები” შეტევაში დიდი ძალებით წავიდნენ და 83-ე წუთზე 11-მეტრიანის შესრულების უფლებაც მოიპოვა. პენალტი კილასონიამ დაარტყა, თუმცა კარს ააცილა. ბოლო წუთზე კი სეფიაშვილთან პირიპირ გასული ტატანაშვილი “კოლხეთის” მეკარემ წესების დარღვევით შეაჩერა და წითელი ბარათიც მიიღო. ფოთელებს ცვლილებები აღარ ჰქონდათ და კარში მინდვრის მოთამაშე – ლევან კაკულია ჩადგა. ტატანაშილმა პენალტი აუღელვებლად შეასრულა და საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, ქობულეთში, ადგილობრივი “შუქურას” წინააღმდეგ გამართავს.

ჩვიდმეტი ტურის შემდეგ ბოლნისის “სიონი” 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

23 თებერვალი. ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

ბოლნისის. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 3:1

სიონი: მერლანი (კაპ), კილასონია, გურეშიძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, გვალია (შალამბერიძე 78), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგინაშვილი (კობახიძე 72), ტატანაშვილი, შულაია (გოგობერიშვილი 46).

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, შალიკაშვილი, გოგონაია (კაპ), ჩაკვეტაძე, გურეშიძე, გიგაური (მესხი 58), თუხარელი, სიჭინავა (თედო კაკულია 69), ნიქაბაძე, ჯიშკარიანი (ლევან კაკულია 46).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (27), 2:0 გოგინაშვილი (55), 2:1 ნიქაბაძე (73), 3:1 ტატანაშვილი (90, პენ.).
გაფრთხილებები: თევზაძე (35), თუხარელი (45), სიჭინავა (52), საჯაია (61),გოგობერიშვილი (75), შალამბერიძე (79), გოგონაია (82).

გაძევება: სეფიაშვილი (90, მეკარე).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.