სიონს ლუის ალბერტო და ჯაფიაშვილი დაუბრუნდნენ

ბოლნისის “სიონს” 24 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, ლუის ალბერტო ვიეირა მედინა დაუბრუნდა. ახალაგზრდა თავდამსხმელი, საქართველოში დღეს გამთენიას ჩამოფრინდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.

ლუის ალბერტო ბოლნისელთა ღირსებას გასული სეზონის მეორე წრეში იცავდა და 5 გოლის გატანაც შეძლო, შემდეგ კი ფეხბურთელმა ბათუმის “დინამოში” გააგრძელა კარიერა. ბათუმელებსა და პორტუგალიელს შორის ხელშეკრულება ზამთარში შეწყდა. მედინამ კი ისევ ბოლნისში დაბრუნება გადაწყვიტა.

გარდა პორტუგალიელი ფორვარდისა, “სიონს” დაუბრუნდა 19 წლის მცველი, ზურა ჯაფიაშვილიც, რომელიც რიგის “სკონტოში” წავიდა სათამაშოდ. იქ შექმნილი მდგომარეობის გამო (სკონტო დაიშალა), ახალგაზრდა მცველი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში და “სიონში”, ისევ იჯარის წესით ითამაშებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.