“სიონი” “ჩელე არენაზე” სამი ქულისთვის იბრძოლებს

უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”, სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.
“სიონი” დღეს გაემგზავრა ურეკში, სადაც მატჩისწინა ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად იმყოფება ცენტრალური მცველი ზურა ჯაფიაშვილი და პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო მედინა.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ დაპირისპირებაში, ბოლნისის “სიონსა” და ქობულეთის “შუქურას” შორის, მასპინძელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.
ბოლნისელთათვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატის მატჩი პირველად გამართა საკუთარ კედლებში და გულშემატკივრებიც გაახარა. 65-ე წუთზე ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, ზუსტად ოთხ წუთში, თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ოთარ კობახიძემ.
ვარლამ კილასონია ხვალინდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება და წარმატებული სტარტის გაგრძელებას ეცდება.
წინა ტურში, „სიონმა“ საკუთარ კედლებში, ფოთის „კოლხეთს“ მოუგო (3:1). დაგროვილი ქულებით, სატურნირო ცხრილის მეოთხ პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება, „შუქურას“, „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ადგილობრივ „გურიას“ ფრეზე გაეყარა (0:0).
ხვალინდელ დაპირისირებას, კვირიკაშვილი განსჯის, მას ერქვანია, ჭაავა და ბასილაია (სათადარიგო) დაეხმარებან.
მატჩი “ჩელე არენაზე”, ხვალ 14:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.