“გვიჭირს საგოლე მომენტების გამოყენება” – ვარლამ კილასონია

ბოლნისის “სიონმა” უგოლო ფრედ ითამაშა და “ჩელე არენა” ერთი ქულით დატოვა.
მატჩის შემდეგ, “ლომების” თავკაცმა თამაში შეაფასა. ვარლამ კილასონიას თქმით, გუნდს მომენტების რეალიზება ისევ უჭირს.
“ჩვენ ვიცოდით რომ რთული თამაში გვექნებოდა, ამისთვის ბიჭებიც სათანადოდ იყვნენ განწყობილები. მიუხედავად ამისა დღეს მასპინძელთა კარის აღება ვერ შევძელით. პირველი ორი ტურის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. გვიჭირს საგოლე სიტუაციების გამოყენება. არ შეიძლება გუნდმა ამდენი მომენტი შექმნას და გოლი ვერ გაიტანოს. სამწუხაროდ, დღესაც განმეორდა ეს. მთლიანად თამაშით ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, ბიჭებმა რამე დააკლეს. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ამდენი საგოლე მომენტის რეალიზება ვერ შევძელით. აქვე უნდა ავღნიშნო მეტოქე გუნდის შემართებაზე, მათ ყველაფერი გააკეთეს, იბრძოლეს, ძალა და ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ჩვენი დაცვა და მეკარე უშეცდომები იყვნენ.
მომდევნო თამაში თერჯოლის “საპოვნელასთან” გვაქვს. ამ გუნდმა დღეს წააგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა, ამიტომ ისინი თავს არ დაზოგავენ ბოლნისიდან სამი ქულის წასაღებად, თუმცა არც ჩვენ ვიქნებით უმოტივაციოთ. არავისთვის არაფრის დათმობას ვაპირებთ”, – აღნიშნა კილასონიამ.
“ჩელე არენადან” წამოღებული ქულის შემდეგ, “სიონი” სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურთ დაქვეითდა, მდევარმა “სამტრედიამ” კი, “ლოკომოტივს” მოუგო და ბოლნისურ გუნდს ერთი ქულით გადაასწრო.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.