ახალგაზრდულ ნაკრებში შულაიას და ჯაფიაშვილს უხმეს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, შეკრებაზე ორ ბოლნისელ ფეხბურთელს უხმო – აკაკი შულაიასა და ზურა ჯაფიაშვილს.

21-წლამდელები, 23 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას, სან-მარინოს ეროვნულ ნაკრებთან საქართველოში გამართავენ.

გეგუჩაძე ახალგაზრდულს 2 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრებს და გაცნობითი ხასიათის ვარჯიშს ჩაატარებს.

სან მარინოსთან ოფიციალური მატჩის შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.