“სიონი” აუტსაიდერ “საპოვნელას” “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს

ბოლნისის “სიონი” მე-19 ტურში თერჯოლის “საპოვნელას” უმასპინძებს. ვარლამ კილასონიას ბანაკში, ხვალინდელი მატჩისთვის სრული მზადყოფნაა. მეტოქეთა ბანაკში კი, საკადრო ცვლილებებია, გენერალურ და სპორტულ დირექტორთან ერთად, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად ჯელაძემაც დატოვა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს “სიონთან” მამუკა ხუნდაძე გაიყვანს.
სეზონის პირველ წრეში, ბოლნისელებმა ქუთაისის “ცენტრალური” სტადიონიდან, მხოლოდ ერთი ქულის წამოღება შეძლეს, ამჯერად კი, კილასონიას შეგირდები საკუთარ კედლებში, სასურველი შედეგის მიღებას ეცდებიან.
განახლებულ ჩემპიონატში, “სიონმა” სამი შეხვედრიდან ერთი მოიგო და ორი ფრედ ითამაშა. დააგროვა 34 ქულა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. ბოლნისელთა მეტოქემ კი, ყველა თამაში წააგო და 8 ქულით ბოლო, მეთექვსმეტე პოზიციაზეა.
“სიონი” – “საპოვნელას” მატჩს ყრუაშვილი განსჯს, მას ჩიგოგიძე, აფციაური და ხარიტონაშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.
გაზაფხულთან დაკავშირებით, ამიერიდან თამაშები 14:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე გაიმართება.
“სიონი” – “საპოვნელას” დაპირისპირება, 6 მარტს, “თამაზ სტეფანიაზე” 15:00 საათზე შედგება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.